მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: ბაზალეთის ტბის გაყინულ ნაწილზე მოქალაქეების გადაადგილება საფრთხის შემცველია
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაზალეთის ტბის როგორც მიმდებარე ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე ბოლო დღეებია სხვადასხვა მიზნებისთვის მოსახლეობის აქტიური გადაადგილება შეინიშნება. მათივე ცნობით, ტემპერატურის კლების გამო რამდენიმე დღეა ტბა გაყინულია მასზე გადაადგილება კი საფრთხის შემცველია.
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ მოწოდებას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ტბაზე გადაადგილებისაგან”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.