მსოფლიოში COVID-19-ით 90 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 90101506-ს მიაღწია. აღნიშნულს “Worldometer”-ის მონაცემები მოწმობს.
ამავდროულად, გამოჯანმრთელებულია 64492597 ადამიანი, ხოლო დაღუპულია 1935211. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავაც აშშ-ი ფიქსირდება – 22699938. მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც დაფიქსირებულია 10451346 შემთხვევა. ინფიცირებულთა სიმრავლით მესამე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 8075988-ს მიაღწია.