საფრანგეთში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობის მიერ გაცემული დახმარებები არასაკმარისია
საფრანგეთში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, საფრანგეთის მთავრობის მიერ გაცემული დახმარებები არასაკმარისია.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საფრანგეთში რესტორნები კვლავ დაკეტილია. მათი გარკვეული ნაწილი მუშაობს მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისზე.
მაგალითად, ერთ-ერთი დიდი რესტორანის დირექტორის განცხადებით, ჩვეულებრივ ისინი მუშაობენ მთელი დღის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ახლა კი, მხოლოდ საღამოს საათებში იხსნება სამზარეულო და ისიც მხოლოდ გატანისა და სახლში მიტანის სერვისით. ის დახმარებები კი, რასაც პანდემიის დროს იღებენ, საკმარისისგან ძალიან შორსაა. ცნობისათვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ბარ-რესტორნები არ იმუშავებენ მინიმუმ თებერვლის შუა რიცხვებამდე.