შალვა ნათელაშვილი – მეგობრობა ორმხრივია, ცალმხრივი არ შეიძლება, იყოს, მარტო ჩვენ ვამტკიცოთ დასავლეთისადმი ერთგულება და ამ დროს, ევროპამ ფეხებზე დაგვიკიდოს, ასე არ გამოვა
კარგად გვახსოვს, როგორ მიგვატოვა შუასაუკუნეებში ევროპამ სპარსეთის წინააღმდეგ მარტოდმარტო. ისიც გვახსოვს, თურქული ოსმალეთის წინააღმდეგ როგორ დახუჭა თვალი, ევროპამ ჩაყლაპა 1801 წელს სახელმწიფოებრიობის გაუქმება,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ევროპამ რეაქცია არ გააკეთა 1921 წელს საქართელოს ოკუპაციაზე საბჭოთა რუსეთის მიერ. ევროპამ 2008 წელს არ მიგვიღო ნატო-ში და ამან მისცა საშუალება პუტინს, მოეხდინა 20%-ის ოკუპირება და ის ცოდვა, რაც ტრიალებს, სწორედ იქიდან მოდის ამ ტერიტორიებზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ევროპის ნაწილი ვართ და როცა შენი ნაწილი ვერ იქცევა ისე, როგორც ნაწილს შეეფერება, მოკავშირეს და პარტნიორს ამას ეუბნები, რომ არ გაღრმავდეს დაცილება, რომ მართლა არ მოხდეს გაუცხოება.
„მეგობრობა ორმხრივია, მეგობრობა ცალმხრივი არ შეიძლება, იყოს. მარტო ჩვენ ვამტკიცოთ დასავლეთისადმი ერთგულება და ამ დროს, ევროპამ ფეხებზე დაგვიკიდოს და პირიქით, ჩვენს მჩაგვრელს მხარდაჭერა და მოკავშირეობა გამოუცხადოს, მეგობრებო, ასე არ გამოვა. ასე გადაიხედება ბევრი ორიენტირები ჩვენგან დამოუკიდებლად. ამიტომ დროა, ეს პარტნიორობა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი.
ევროპა უგზავნიდეს მილიარდებს კოვიდის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დასახმარებლად და მერე იმ მილიარდებს ივანიშვილი საკუთარ ბიზნესებში ატრიალებდეს, ნაწილს ურიცხავდეს საფრანგეთში კოვიდის გადასარჩენ ფონდებს, ასე არ გამოვა. ყველამ თავისი რესურსები უნდა მოახმაროს საკუთარი ხალხის გადასარჩენად ისე, რომ ხალხი გადარჩეს, ხალხის ხარჯზე ასეთი რამ არ მოსულა.
ევროპის ნაწილი ვართ და როცა ხედავ, შენი ნაწილი ვერ იქცევა ისე, როგორც ნაწილს შეეფერება, მოკავშირეს და პარტნიორს ამას ეუბნები, რომ არ გაღრმავდეს დაცილება, რომ მართლა არ მოხდეს გაუცხოება. ეს გაუცხოება არაერთხელ მომხდარა და ამას ვეუბნებით შუასაკუნეებიდან დაწყებული, როდესაც მარტო გვტოვებდნენ მტერთან ბრძოლაში. რაც მოხდა, იმას ვერ გავასწორებთ და რისი გასწორებას შეიძლება იმას მივხედოთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.