პატრიარქის პირადი ექიმი: შესაძლოა, კორონავირუსზე ილია მეორეს ტესტირება ჩაუტარდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ შესაძლოა, კორონავირუსზე ილია მეორეს ტესტირება ჩაუტარდეს.
„შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხია საეჭვო დადებითი. ახლა დილით კიდევ აიღეს ანალიზი და „პისიარ“ ტესტი 15:00 საათისთვის დამთავრდება, მერე იქნება საბოლოო პასუხი. პირველი პასუხი წუხელ, გვიან იყო.
შეიძლება, დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი, განიხილება ჯერ. ქალბატონ შორენას არ ჰქონდა მასთან შეხება, დისტანციურად იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილისთვის შეიძლება, მოხდეს ესეც.
ეპიდემიოლოგები და ყველა ცდილობს, სწორი გზა მონახოს, რათა ყველა გზა იყოს დაცული“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები