გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია
გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, – ამის შესახებ sputnik-abkhazia წერს.
როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე 3 სახანძრო მანქანა და 11 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.