სოფელ ძველ სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება ყელის არეში საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი სახლის მიმდებარედ, ყანაში საკუთარმა მამამ იპოვა.

შს სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები