პატრიარქის ექიმი: შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი ჯერ დადასტურებული არ აქვს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, აქვს თუ არა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს კოვიდ 19, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ცისანა შარტავამ “კვირას” განუცხადა.
ექიმი კატეგორიულად უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თეთრუაშვილს უკვე აქვს კორონოვირუსი დადასტურებული.
„ქალბატონ შორენას მეუფე ანტონთან ჰქონდა შეხება 3 რიცხვში. 4-ში დაუდასტურდა მეუფეს, რომელიც ახლა კლინიკაშია მოთავსებული. ამის შემდეგ შორენა გადავიდა თვითიზოლაციაში”, – განაცხადა ცისანა შარტავამ.
აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ილია მეორესთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.
რაც შეეხება პატრიარქს, ცისანა შარტავას თქმით, ის თავს კარგად გრძნობს.