ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, რადეკ ვონდრაჩეკი არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
„ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის სახელით, მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელმეორედ არჩევასთან დაკავშირებით”, – აცხადებს რადეკ ვონდრაჩეკი.
„მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ პარლამენტებს, არამედ, ასევე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას”, – აღნიშნავს ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, რადეკ ვონდრაჩეკი თავის მისალოც წერილში.