სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა
სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ ზორჩიჩმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.
„სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას და წარმატებას გისურვებთ ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – აცხადებს იგორ ზორჩიჩი.
მისალოც წერილში სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები თანამშრომლობისთვის კარგ საფუძველს წარმოადგენს. იგორ ზორჩიჩი იმედოვნებს, რომ სლოვენიისა და საქართველოს პარლამენტების წევრები აქტიურად შეიტანენ წვლილს ურთიერთმხარდაჭერისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებაში.