თამარ გაბუნია: კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ცნობილ შტამთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

შესაბამისად, გაბუნიას თქმით, პირადი დაცვის საშუალების გამოყენებისა და არსებული რეგულაციების დაცვის კუთხით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

„გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის ახალი შტამის დადასტურების შესახებ. სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც, რეალურად, კლინიკურად იმავე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე – დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოსა და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები