ბიძინა კულუმბეგოვი: იმ ქვეყნებში, სადაც კოვიდ 19-ის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა

იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მდგომარეობა საგანგაშო და საპანიკო არ არის, თუმცა, დროა, სახელმწიფო თავდაცვითი სწორი ღონისძიებებისთვის ემზადებოდეს.

„ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, აქვთ თუ არა მაჟორულად და მასობრივად ინფექციის გავრცელების შემთხვევაში კვლავ ინფიცირების რისკი?! მეცნიერების გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი ინფექციის შემსუბუქების ფორმადაც კი გადაიქცეს, არათუ დამძიმების, ამიტომ ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები გაიზრდება იმ ქვეყნებში, ჯერჯერობით, ეს არ ფიქსირდება და ამის მაგალითია ბრიტანეთი. ამიტომ, ძალიან საპანიკო და მნიშვნელოვნად საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეიძლება, ეს გამოწვევა იყოს, მ სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს თავდაცვითი სწორი ღონისძიებებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს უფრო მეტ ტესტს, უფრო მეტ გენური კვლევის შესაძლებლობას, ჰოსპიტალიზებას, უფრო მეტი ექიმის გადამზადებას. აქ უდავოა, ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი არ შეცვლილა – ჩვენ ისევ გვევალდებულება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა, რომელ შტამთანაც გვექნება ურთიერთობა, მეტი ჩვენ არ მოგვეთხოვება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის იზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები