როგორ შეხვდა მსოფლიო 2021 წელს
ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც, ალბათ, ყველას უყვარს და მის შესახვედრად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თვეებით ადრეც კი იწყებენ მზადებას. განწყობა, როგორც წესი, ამაღლებული და მოლოდინებით სავსეა. მიუხედავად ამისა, წლევანდელი ახალი წელი განსხვავებული იყო. მართალია, სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ერთი დღით მოიხსნა, მაგრამ სამხიარულო განწყობა მაინც დიდი სევდით იყო სავსე: ბევრი გარდაცვლილი და ბევრიც ისეთი, რომელიც ახლა ებრძვის ვირუსს… თუმცა, ახალი წლისა და სასიკეთო ცვლილებების იმედით, ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული მსოფლიომ მაინც აღნიშნა.
CNN-ზე გამოქვეყნებულ, სახალხო ზეიმის ამსახველ ფოტოკოლაჟში ბევრმა საინტერესო ფოტომ მოიყარა თავი.
TIMES SQUARE, ნიუ-იორკი, აშშ.
წელს პირველად ადამიანების შეზღუდულ რაოდენობას მიეცა საშუალება, თვალი ედევნებინა ბურთის დაშვების ტრადიციული სანახაობისთვის
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა
იოჰანესბურგში საახალწლო ღონისძიება Covid-19-ით გარდაცვლილთა ხსოვნას მიეძღვნა.
როტერდამი, ნიდერლანდები
მართალია, ქუჩაში უჩვეულოდ ცოტა ხალხია, თუმცა ადამიანები საახალწლო განწყობის შექმნას მაინც ცდილობენ
ბერლინი, გერმანია
ფოიერვერკი ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭის მიღმა
ნიუკასლი, ინგლისი
ქალები ერთმანეთს ულოცავენ ახალ წელს
კაირო, ეგვიპტე
საზეიმო ნათება მდინარე ნილოსზე ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში
ესტელა, ესპანეთი
სან-ჯერონიმოს მოხუცთა თავშესაფრის მაცხოვრებლები ახალ წელს ცეკვით შეხვდნენ
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ფოიერვერკების შოუს დაწყებამდე ადამიანები შეიკრიბნენ ბურჯ ხალიფასთან, მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობასთან.
ფუჯისავა, იაპონია
ფუჯისავაში 2021 წლის პირველი მზის ამოსვლის ფოტოებზე აღბეჭდვა გადაწყვიტეს
მოსკოვი, რუსეთი
ავტობუსის მგზავრები ერთმანეთს ახალ წელს ულოცავენ
უჰანი, ჩინეთი
ახალი წელი მასობრივად აღნიშნეს უჰანში, რომელიც 1 წლის წინ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენდა.
ბანგკოკი, ტაილანდი
ფოიერვერკი მდინარე Chao Phraya-ს თავზე ბანგკოკში
ტოკიო, იაპონია
ადამიანები მეიჯის სალოცავში უკეთესი ახალი წლისთვის ლოცულობენ
სიდნეი, ავსტრალია