ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა
ჩინელმა ექიმებმა შანჰაიში ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის შტამის პირველი შემთხვევა გამოავლინეს.
ამის შესახებ China Daily ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ 14 დეკემბერს ბრიტანეთიდან დაბრუნებულ 23 წლის სტუდენტ გოგოს კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჰქონდა. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მის ორგანიზმში ვირუსის ის შტამია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გავრცელდა.