აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 220 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 220 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, რეგიონში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 28 პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 415 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში – 335, ონლაინ კლინიკაში კი – 1 140 ადამიანი.

სამინისტროს ცნობით, დღეს კლინიკა 64-მა პაციენტმა დატოვა.

რეგიონში კორონავირუსისგან სულ 31 398 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები