არჩილ თალაკვაძე: ელისაშვილი მაგალითია, თუ რამდენად არადემოკრატიულად ფუნქციონირებს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია თავის შიგნით, როგორც კი ადამიანს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ნახეთ, ზეწოლისა და თავდასხმების რა დონე გამოჩნდა

“ღრმად მჯერა, რომ მათი, ოპოზიციის ე.წ. გაერთიანება აუცილებლად დაიშლება იმიტომ, რომ შეუძლებელია, არადემოკრატიულ ძალებს ჰქონდეთ საერთო მომავალი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ალეკო ელისაშვილი არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად არადემოკრატიულ პროცესებს აქვს ადგილი ამ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომელიც გაერთიანებული კი არ არის, არამედ დაკავებულია პოლიტიკური შანტაჟით. მე ღრმად მჯერა, რომ მათი გაერთიანება აუცილებლად დაიშლება იმიტომ, რომ შეუძლებელია, არადემოკრატიულ ძალებს ჰქონდეთ საერთო მომავალი. შეიძლება, ისინი დღეს ერთად დგანან, მაგრამ ხვალ რთული იქნება. ალეკო ელისაშვილი მაგალითია, თუ რამდენად არადემოკრატიულად ფუნქციონირებს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია თავის შიგნით. როგორც კი ადამიანს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ნახეთ, ზეწოლისა და თავდასხმების რა დონე გამოჩნდა. ასევე, ოპოზიცის სხვა წარმომადგენელებსაც რომ შეხედოთ, ვისაც ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს საკითხებზე, ხედავთ, რომ მათ მიმართ პირდაპირ, ორკესტრირებულ შეტევებს აქვს ადგილი, მათ შორის, ოპოზიციური მედიის მხრიდანაც”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები