არჩილ თალაკვაძე: საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა ამბობს, რომ შემდეგი არჩევნები იქნება 2024 წლის შემოდგომაზე, შესაბამისად, ჩვენ, როგორც პარტია „ქართული ოცნება“, მოლაპარაკებებში არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნებს
„საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა ამბობს, რომ შემდეგი არჩევნები იქნება 2024 წლის შემოდგომაზე. შესაბამისად, ჩვენ, როგორც პარტია „ქართული ოცნება“, მოლაპარაკებებში არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნებს, არ განვიხილავთ ამ მოლაპარაკებებში რაიმე მსგავს სცენარს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “პალიტრას” ეთერში განაცხადა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ოპოზიციის ბრალდება, თითქოს, არჩევნები გაყალბდა, საფუძველსმოკლებულია. ამ ვითარების განმუხტვის ერთადერთ სამართლიან საშუალებად მივიჩნევთ, რომ, პირველ ყოვლისა, გადავამოწმოთ, არის თუ არა ეს ბრალდება სიმართლე. როდესაც სიმართლე გვეცოდინება, შემდეგ ვიმსჯელოთ უკვე, რა უნდა გავაკეთოთ დანარჩენი მიმართულებით.
კრიზისშია დღეს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ვინაიდანბერთს არ სჯერა, რომ არჩევნებით დაბრუნდება ხელისუფლებაში, მეორეს კი ეს არჩევნები ისე აქვს წაგებული, რომ ხალხს პირდაპირ ატყუებს, თითქოს, უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. არცერთ ამ ლიდერს, ვისაც დღეს ეკრანებზე ვხედავთ, მანდატი არ აქვთ რეალურად მიღებული და ვერც შედიან პარლამენტში. ეს სტატუს-კვო მალე შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებებით ჩვენ შევძლებთ ჯანსაღი ოპოზიციური ძალების დარწმუნებას, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდნენ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.