აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.
მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სოციალურ ქსელ „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ახლადდამტკიცებულ მთავრობას ვულოცავ პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით”, – ნათქვამია მილოცვაში.