სალომე ზურაბიშვილმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეულთან ერთად 100-ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეულთან ერთად 100-ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბენეფიციარებს საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მისმა მრჩევლებმა გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, მ. იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის 47-მა პაციენტმა და ბერია ანდრიას სახ. საქველმოქმედო ფონდის 45 ბენეფიციარმა 100-ლარიანი სააფთიაქო და 100-ლარიანი სასურსათო ვაუჩერი მიიღო, თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატების 123 ბენეფიციარმა – საახალწლო ტკბილეული და 100-ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი, ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ 68 ბენეფიციარმა – საახალწლო ტკბილეული და პირველადი მოხმარების საგნები, ხოლო თბილისის 6 ბავშვთა სახლის 107 ბენეფიციარმა – საახალწლო ტკბილეული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები