უკრაინა ჩინურ ვაქცინას შეიძენს
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩინურ კომპანიასთან – Sinovac Biotech-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში 1,8 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღოს.
ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ქვეყნის ჯანდაცვის უწყება მოლაპარაკებას სექტემბრიდან აწარმოებდა.
დღეს თურქეთმა Sinovac Biotech-ის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო.