საქართველოდან პირველი აგვისტოდან 6 მილიონი დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

საქართველოდან პირველი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 11.4 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 6 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 42%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 43%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდს.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4.8 ათასი ტონა), უკრაინასა (3.3 ათასი ტონა) და სომხეთში (3.2 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები