ჯანმო: 2021 წელს კაცობრიობა კორონავირუსის ახალი შტამების გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანლის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კაცობრიობამ კორონავირუსთან დაკაშირებული ყველა პრობლემის გადალახვა, ჯერჯერობით, ვერ შეძლო.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მიმდინარე კვირას ერთი წელიწადი სრულდება მას შემდეგ, რაც ჯანმო-მ პნევმონიის შესახებ შეიტყო, რომელიც დაუდგენელი მიზეზით იწყება. ამის შესახებ იყო ინფორმაცია უჰანის ჯანდაცვის ორგანოების ბიულეტენებში”, – თქვა გებრეისუსმა.

მისი თქმით, ​მომავალ წელს ახალი სირთულეები და გამოწვევები იქნება კორონავირუსის ახალ სახეობებთან დაკავშირებით.

გებრეიესუსის თქმით, ამჟამად, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მეცნიერებთან, რათა უკეთ მოხდეს ვირუსის ნებისმიერი ცვლილებისა და იმის გაგება, თუ რა გავლენას ახდენს ის ვირუსის გავრცელებასა და დაავადებების გამოწვევაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები