„მესამე ინტერნაციონალის მონუმენტი“ – 28 დეკემბერი ვლადიმერ ტატლინის დაბადების დღეა

1885 წლის 28 დეკემბერს, მოსკოვში .უკრაინული წარმოშობის რუსი მხატვარი ვლადიმერ ტატლინი დაიბადა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მისი პროექტის ფოტოს – „მესამე ინტერნაციონალის მონუმენტს“ აქვეყნებს.
მან და მისმა თანამედროვე კაზიმირ მალევიჩმა განსაზღვრეს რუსული ავანგარდული ხელოვნების მიმართულებები-სუპრემატიზმი და კონსტრუქტივიზმი. ტატლინის ტილოები გამოირჩევა სივრცობრივი კომპოზიციებით და მკვეთრი, ჟღერადი პალიტრით.
პარიზიდან შთაბეჭდილებით დაბრუნებული მხატვარი იაზრებს ხელოვნებაში მიმდინარე რევოლუციურ ძვრებს. იგი თვლის, რომ სახვითი ხელოვნების საფუძველია მასალა, მოცულობა და კონსტრუქცია. სამივე ცნება მან გააერთიანა მიმართულებაში – კონსტრუქტივიზმი.
მისი პროექტი „მესამე ინტერნაციონალის მონუმენტი“ არის კონსტრუქტივიზმის სავიზიტო ბარათი. იგი იყო მხატვარი, ინჟინერი, სცენოგრაფი, დიზაინერი, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები