ბელგიაში, სანტას სტუმრობის შემდეგ, მოხუცთა თავშესაფარში 23 ადამიანი გარდაიცვალა
ბელგიის ქალაქ მოლში მოხუცთა თავშესაფარში სანტა კლაუსის სტუმრობამ კორონავირუსით ინფიცირების აფეთქება გამოიწვია, რასაც 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც RTBF წერს, ვირუსოლოგი მარკ ვან რანსტი ამბობს, რომ 125 ინფიცირებულიდან უმრავლესობის ინფიცირების წყარო ერთი ადამიანია.
თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, გახდა თუ არა სანტას ვიზიტი აფეთქების მიზეზი, რადგან გამოძიება ისევ გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი მოხუცთა თავშესაფარში როგორც მოხალისე რეგულარულად დადიოდა, ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ პირიქით, თავად დაინფიცირებულიყო დაწესებულებაში.
ლევენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, 97 მოხუცს, ასევე, 17 თანამშრომელს, ისევე როგორც სანტას, ვირუსის ერთი და იგივე შტამი გამოუვლინდათ.