ევროპოლი: პანდემიის დროს ინტერნეტში პედოფილების აქტივობა გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბავშვების მიმართ ინტერნეტში სექსუალური ხასიათის დანაშაულმა იმატა.

ამის შესახებ ევროპის საპოლიციო სააგენტოს(ევროპოლი) ინფორმაციაში აღნიშნული, რაზეც მისმა ხელმძღვანელმა – კატრინ დე ბოლმა Funke-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან ბოროტმოქმედები ინტერნეტში ისეთი მასალების განთავსებას გაუხშირეს, რომლებიც არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს გულისხმობს.

“ამასთან, პედოფილები ბავშვებთან უშუალო კონტაქტში შესვლას ცდილობენ, რომლებიც ე.წ. ლოქდაუნის პირობებში დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში, თანაც, ხშირად მშობლების მეთვალყურეობის გარეშე”, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ დაფიქსირებული აქტივობა ევროპოლში შეშფოთება იწვევს.

მარტში ევროპოლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პანდემიის შედეგად გაზრდილია ისეთი დანაშაულებები, რომლებიც შეეხება კიბერდანაშაულს, თაღლითობას, ქურდობასა და გაყალბებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები