სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

  თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ე.წ. ტრაქტორების საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ე.წ ”სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების” საქმეში ბრალდებულების – ვაჟა ნახუცრიშვილის, მამუკა ივანიაძის, ომარ თედორაძის, ბესიკ თეთვაძის, ოთარ ქარჩავას, ზაზა მახარობლიძის, კონსტანტინე ხუცაიძის, გივი ქაიხოსროშვილისა და თეო ურუშაძის მიმართ ბრალდების ერთ ნაწილში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და მეორე ნაწილში მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების თაობაზე.
კონსტანტინე ხუცაიძეს, ბესიკ თეთვაძეს, მამუკა ივანიაძეს, ოთარ ქარჩავას, ომარ თედორაძეს, ზაზა მახარობლიძეს, ვაჟა ნახუცრიშვილსა და გივი ქაიხოსროშვილს ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ( მუხლი 182 ნაწილი 2 ,,დ” ქ/პ, ნაწილი 3 ,,ა” ,,ბ” ქ/პ), ასევე, კონსტანტინე ხუცაიძეს ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (მუხლი 332 ნაწილი 1) და ბ. თეთვაძეს , მ.ივანიაძეს, ო. ქარჩავას, ო. თედორაძეს, ზ. მახარობლიძეს, ვ.ნახუცრიშვილსა და გ. ქაიხოსროშვილს ბრალად ედებოდათ დახმარებაში. (მუხლი 25, 332 ნაწილი 1). ბრალდებულებს ვ.ნახუცრიშვილს, გ. ქაიხოსროშვილს და თ.ურუშაძეს ბრალდების მხარე ექსპერტისადმი ყალბი დასკვნის მიცემის ან დასკვნის შეცვლისათვის მიმართვას ედავებოდა ( 372-ე მუხლის I ნაწილი). გარდა ამისა, ნახუცრიშვილსა და ქაიხოსროშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ნაწილშიც.
ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარემ ყველა ბრალდებულის მიმართ, გარდა თეო ურუშაძისა იშუამდგომლა მათ მიმართ წარდგენილი მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებაზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების ნაწილში, ასევე ვ. ნახუცრიშვილისა და გ.ქაიხოსროშვილის მიმართ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ნაწილში და მათთან ერთად ექსპერტისადმი ყალბი დასკვნის მიცემის ან დასკვნის შეცვლისათვის მიმართვისათვის ბრალდებულ თ. ურუშაძის მიმართ, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ყველა ბრალდებულთან განრიდების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, სს საქმის პროკურატურისათვის დაბრუნების თაობაზე“, – აღ$ნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები