გოჩა ლორთქიფანიძე – იუსტიციის სისტემა და სამინისტრო იყო და კვლავ იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომაზე
იუსტიციის სისტემა და სამინისტრო იყო და კვლავ იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომაზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ უწყების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„2020 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამუშაო პირველ რიგში არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.
ამ გუნდის საქმიანობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რაზეც დღეს შეგვიძლია ვესაუბროთ მოქალაქეებს. გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან მომენტს. პირველ რიგში, იუსტიციის სისტემა იყო და კვლავ იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომაზე. ეს გულისხმობდა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებზე მუშაობს.
პირველ რიგში ეს ეხება კანონს შშმ პირთა უფლებების შესახებ, შემუშავდება ერთიანი, 15-წლიანი სამთავრობო სტრატეგია, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ შევძელით სხვა უწყებებთან მუშაობის შედეგად ამ ინოვაციური, დაბალანსებული კანონის მიღება. ახლა გადავდივართ იმპლემენტაციის ეტაპზე. სრულდება მუშაობდა და გამოვა მინისტრის ბრძანება სპეციალური მოსარჩელეების შესახებ. რა თქმა უნდა, იუსტიციის სისტემის ადაპტირება შშმ პირების საჭიროებების მიმართ კვლავად გაგრძელდება“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.