ამირან გამყრელიძე: არის გარკვეული მონაცემები, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს

„კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არ არის. გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება, იმიტომ, რომ გენომის სეკვენირება მიმდინარეობს. რამდენიმე ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ არის ეს ბევრი, ალბათ, 5-ზე ნაკლები შემთხვევაა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დადგენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია, იმიტომ, რომ იქ არის საშუალება გენომის დაშლის, ანუ სეკვენირების და ამ ახალი შტამის იდენტიფიცირებას, სწორედ, გენომის სეკვენირება სჭირდება და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება რამდენიმე დღე, ზოგჯერ კვირაც“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენა, მხოლოდ ლაბორატორიულად, გენომის სეკვენირების შედეგად არის შესაძლებელია, თუმცა გამყრელიძის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე მალე გამოჩნდება PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების საშუალება.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები