მამუკა მდინარაძე: ერთი თვის განმავლობაში დამალეს და ელოდნენ, რამე თუ მოხდებოდა, ქვეყანას არევდნენ და ყველაფერს გადაატრიალებდნენ

„ოპოზიციას სჭირდებოდა რაღაც მყარი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ცესკო-ს თუ ხელისუფლებას დააბრალებდა, რომ მათ არჩევნები გააყალბეს, ასეთი მტკიცებულების სახით კი მათ შექმნეს ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემები, რომელიც რეალურად გაყალბდა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანლის, ელენე ნიჟარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს არის შეგნებული გაყალბება, რომელიც მათ სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ქვეყანა ამოეტრიალებინათ, რაც, საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს.

„ოპოზიციას სჭირდებოდა რაღაც მყარი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ცესკო-ს თუ ხელისუფლებას დააბრალებდა, რომ მათ არჩევნები გააყალბეს, ასეთი მტკიცებულების სახით კი, მათ შექმნეს ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემები, რომელიც რეალურად გაყალბდა. სხვა გზა არ ჰქონდათ, იმიტომ, რომ თავიდანვე რომ გამოექვეყნებინათ რეალური მონაცემები, ნახავდნენ, დაემთხვეოდა ცესკო-ს მონაცემებს და კითხვის ნიშნები აღმოიფხვრებოდა. შემდეგ ერთი თვის განმავლობაში დამალეს. ამ ერთი თვის განმავლობაში ელოდნენ რამე თუ მოხდებოდა, ქვეყანას არევდნენ და ყველაფერს გადაატრიალებდნენ, ამ შემთხვევაში, აღარავის გაახსენდებოდა დღეს რასაც ამბობენ ის შემთხვევითობა, ვითომ შეცდომა და ა.შ. როდესაც ეს ვერ მოხდა, ხალხი უკაცრავად, მაგრამ ვერ გააბითურეს და ვერ მოატყუეს, საპროტესტო ტალღა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ვერ წამოიღეს, უკვე შემდეგ, დრომ იძულებული გახადა, რომ ჩვენს მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხი დაეფიქსირებინათ, რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ეს შეცდომა არ არის. ჩემი აზრით, ეს არის შეგნებული გაყალბება, რომელიც მათ სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ქვეყანა ამოეტრიალებინათ, რაც საბედნიეროდ ვერ მოახერხეს”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები