კახა კალაძე: 43 წელია, ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსა და თითოეული ჩვენგანისთვის
თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს ულოცავს.
„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. 43 წელია, ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსა და თითოეული ჩვენგანისთვის.
უწმინდესსა და უნეტარესს გაწეული ღვაწლისთვის მადლობას ვუხდი, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში“, – აღნიშნულია კალაძის მილოცვაში.
25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.