„აბსტრაქცია – არყის ხის ტყე“ – 25 დეკემბერი ოლეგ ტიმჩენკოს დაბადების დღეა
1957 წლის 25 დეკემბერს დაიბადა ოლეგ ტიმჩენკო. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი აქვეყნებს მის ნამუშევარს: „აბსტრაქცია – არყის ხის ტყე“.
„მხატვრის შემოქმედებაში ერთად არის ირეალური, ზღაპრულ-სიზმრისეული და რაციონალური. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია ექსპრესიულობა, რომელსაც მხატვარი უწყინარ, ზღაპრისეულ პერსონაჟებს ანიჭებს.
ტიმჩენკოს ნამუშევრებში თანაარსებობს რეალიზმი და წარმოსახვითი ობიექტები. პროვოკაცია თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც ხშირად არის დამახასიათებელი ტიმჩენკოს შემოქმედებისთვის. მხატვრის თემატიკა მრავალეროვანია, მის შემოქმედებაში ვხვდებით როგორც სიუჟეტურ კომპოზიციებს, ასევე პორტრეტებს. მნიშვნელოვანი ნამუშევარია „არყის ხის ტყე’’, რომელიც ტარკოვსკის ნისლიან კადრს მოგვაგონებს“.
ოლეგ ტიმჩენკო. „აბსტრაქცია – არყის ხის ტყე“. 2014. ტილო, ზეთი.
ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.