ივანე მაჭავარიანი: მართლა ცუდია, რომ დღეს ოპოზიცია არ ზის პარლამენტში, ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს – ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდ, საქმიან გარემოში განვითარება

“ხელისუფლებამ და უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოსულიყო”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანამ მშვიდ, საქმიან გარემოში განვითარება უნდა გააგრძელოს.

„ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს. ხელისუფლებამ და უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ისინი პარლამენტში შემოსულიყვნენ. ამ ეტაპზე, გვაქვს ის, რაც გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდ, საქმიან გარემოში განვითარება და ამისთვის ვართ თითოეული ჩვენგანი მოწოდებული“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები