ივანე მაჭავარიანი: კელი დეგნანის მოწოდება, რომ აუცილებელია, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს, სწორია

“სწორია, როდესაც ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ აუცილებელია, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მართალია, ელჩმა გუშინდელ განცხადებებში არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა, მაგრამ, როგორც მაჭავარიანი ამბობს, ყველამ აღნიშნა, რომ ამ დარღვევებს არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

„დარღვევებზე იყო საუბარი, მაგრამ ყველამ აღნიშნა, რომ ამ დარღვევებს მატერიალური, მნიშვნელოვანი ზეგავლენა არჩევნებზე არ მოუხდენია, იმდაგვარი ზეგავლენა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას შექმნოდა პრობლემა. შესაბამისად, არაფერი ისეთი არ თქმულა, რაც მანამდე არ იყო ნათქვამი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი და ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები