მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტის ფიცი დადო

კიშინიოვში ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს ინაუგურაცია მიმდინარეობს, რომელმაც ფიცი უკვე დადო.

ცერემონია, ტრადიციის მიხედვით, რესპუბლიკის სასახლეში მიმდინარეობს.

სანდუ სასახლეში ფეხით მივიდა, მას შენობასთან მომხრეები აპლოდისმენტებით დახვდნენ.

პროცედურულად, დღეს იგორ დოდონი ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ხელისუფლებას გადასცემს.

გამოსვლის დროს სანდუმ მადლობა გადაუხადა დიასპორას, ასევე, ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლოებას, რათა “მიხვდნენ, რომ მოლდოვას ახალი გზა სჭირდება”.

“არჩევნებზე ადამიანებმა ხმა მისცეს კორუფციის წინააღმდეგ, ასევე, საკუთარი სახლების კეთილდღეობის შანსს. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება, ძვირფასო მოქალაქეებო, ერთმანეთი გვჭირდება, რომ წესრიგი დავამყაროთ და ავაშენოთ ქვეყანა ყველასთვის. ვიცი, რომ ხალხს მაღალი მოლოდინი აქვს, მაგრამ გამოწვევები უფრო მაღალია”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები