“საქართველოს უსაფრთხოებისა და რეგიონში მისი ინტერესების გაძლიერებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩვენს რეგიონში ყოფნა გავაძლიეროთ”

“მიუხედავად მძიმე გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო ფრთხილად ნეიტრალიტეტის დაცვა, რამაც ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, კეთილმეზობლური ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა მეზობელ ქვეყნებთან, რაც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბარი დღეს შესაძლებელია საკმაოდ ფრთხილად, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, საბოლოო შედეგები დღეს თვალსაჩინო არ არის არავისთვის. ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ ცვლილებების საბოლოო კონტურები დავინახოთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი პოზიციონირება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე მკაფიოდ დააფიქსიროს. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ საქართველოში უსაფრთხოების და რეგიონში მისი ინტერესების გაძლიერების თვალსაზრისით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩვენს რეგიონში ყოფნა გავაძლიეროთ. იმიტომ, რომ რეგიონში მოვლენების ბოლო განვითარების შედეგი გახლავთ ის, რომ ან გაძლიერდა, ან გაიზარდა მოთამაშეების რაოდენობა. ამისთვის დღეს ყველაზე ნათელი ნაბიჯიო და ლოგიკური ქმედება უნდა იყოს ის, რომ ჩენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეგიონში ყოფნა მაქსიმალურად გავაძლიეროთ. გარდა ამისა, ამ განვითარების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, საქართველომ შეძლო ფრთხილად ნეიტრალიტეტის დაცვა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, კეთილმეზობლური ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა ჩვენს მეზობლებთან, რაც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არის საბაზისო მოთხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომში ჩვენი რეგიონული ფუნქციის შესრულება შევძლოთ. ეს არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ეს ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები