მიხეილ სარჯველაძე: სასიხარულოა, რომ სამთავრობო პროგრამა პრაქტიკულად ყველა იმ საკითხს მოიცავს, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პრიორიტეტი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით სამთავრობო პროგრამა ძალოვანი ბლოკის საკითხებთან მიმართებაში ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევას მოიცავს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე მთელი სიმწვავით შეიძლება იდგეს და იქ არის გარკვეული მოსაზრებები იმასთან დაკკავშირებით, როგორი უნდა იყოს მიდგობემი ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ძალოვანი და სოციალური ბლოკის მინისტრებს უსმენდნენ.
მისი პირველი კითხვა მინისტრობის კანდიდატების მიმართ შეეხებოდა თავდაცვის სფეროს, კერძოდ დაჭრილების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ზრუნვის საკითხს.
„კარგია რომ აღინიშნა, როგორც მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით მათზე სოციალურ ზრუნვასთნ მიმართებით, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტზე თავდაცვის სამინისტროსი, ეს განსაკუთრებულად დასაფასებელია ერთის მხრივ და მეორს მხრივ აჩენს გამოწვევას მთელი სიცხადითა და სისრულით. ეს მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა, როგორც ასეთი იდენტიფიცირებულია, თუმცა მე მაინტერესებს და ალბათ სამომავლოდ დაგვჭირდება მუშაობა იმ სქემებთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ამ მიმართულებით ამ პირთა მხარდაჭერა, რა შესაძლებლობები არსებობს? რამდენადაც მე ვიცი თავდაცვის სამიბნისტროში კარგი თანამშრომლობა არსებობს იგივე კერძო სექტორთანაც და შესაბამისად ყველა პლატფორმის გამოყენების მიმართულებით როგორ შეიძლება გაფართოვდეს ეს შესაძლებლობები”.
მიხეილ სარჟველაძემ ერთგვარი ინიციატივა შესთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ, პოლიციელთა სტანდარტული საოპერაციო მანუალების და სხვადასხვა დოკუმენტების შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით, და სურვილი გამოთქვა, რომ ამ დოკუმენტებზე მუშაობის პროცესში იყოს კოორდინაცია კომიტეტსა და სამინისტროს შორის, ვინაიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვბანი იქნება ადამიანის უფლებების მიდგომების მაქსიმალურად ინტეგრაცია ამ პროცესში. ამასთან დაკავშირებით მან კითხვით მიმართა მინიტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს – თუ არის შესაძლებელი, რომ რაიმე კონკრეტული გეგმა დაისახოს, კონკრეტული ვადების მითითებით თუ როგორ შრეიძლება გამოიყურებოდეს სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით. მისი კითხვა ასევე შეეხებოდა ზოგადად მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით ადამიანის უფლრებათა დაცდვის დეპარტამენტის, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს შსს-ში, მათი ასევე, კითხვა შეეხება ზოგადად მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით ადამიანის უფლრებათა დაცდვის დეპარტამენტის სამომავლო გეგმებს.
„რაც შეეხება იუსტისციის სამინისტროსთან კითხვებს, რამდენადაც თავად წარმოვადგენდი ცოტა ხნის წინ ამ სამინისტროს და მაქვს ინფომაცია მის გეგმებთან დაკავშირებით. ასევე მიხარია, რომ დღეს წარმოდგენილ პროგრამაშიც ის პრიორიტეტები, რომელიც იყო ამ დრომდე ჩვენი სამინისტროს წინაშე, კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია საქმიანობის გაგრძელება, განაცხადა დეპუტატმა , რომელმაც მინისტრობის კანდიდატებს კითხვები დაუსვა სისხლის სამართლის სფეროში მედიაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტების დაგეგმვაზე,. „მე ვფიქრობ, ეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქნება პროგრესული ნაბიჯი. აქედან გამომდინარე სასურველია, რომ გეგმებთან დაკავშირებით ვისაუბროთ, კონკრეტულად – რამდენად იქნება შესაძლებელი თუნდაც მომდევნო წლის პირველ ნახევარში უკვე ვისაუბროთ პილოტირების რეჟიმში ამ პროექტის ჩაშვებაზე, როგორც სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, სასუველია ვადებთნ დაკავშირებით დაზუსტება მოხდეს.
ასევე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიამრთულებაა საერთაშორისო ხელშეკრლებები, რომელიც ითვალისწინებს საალიმენტო ვალდებულოებების სფეროს დარეგულრებას. ეს განსაკუთრებული სფეროა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ნაბუჯების გადადგმა, ეს სოციალურ უზრუნველყოფასთანაც არის დაკავშირებული, თუმცა ძირითადი ასპექტი პირველ ყოვლისა არი სამართლებრივი და ამ თვალსაზრისით მინდოდა გვესაუბრა და საზოგადოებისთვისაც მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამ მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ”- გნაცხადა მიხეილ სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც ალბათ ინტენსიური მუშაობა იქნება საჭირო, გაცილებით ვრცელია, და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ექნება ამ მიმართულებებით აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა.