რატი იონათამიშვილი: ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო თავდაცვის უწყებაში არის სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედროების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა

დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა მიმდინარეობს, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედროების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

დეპუტატმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა.

„ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო თავდაცვის უწყებაში არის სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედროების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა. ჩვენი ღირსების საკითხია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული და ადეკვატური სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. მნიშვნელოვანია ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის განსხვავებული კატეგორიები არცერთ შემთხვევაში არ გამხდარა იმის საფუძველი, რომ მათ შეჩერებოდათ სამხედრო სამსახური. ისინი დღესაც განაგრძობენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სფეროში მუშაობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მათ ძალიან სჭირდებათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცის სრულფასოვანი კურსის გავლა, ასევე, კოვიდისგან გამომდინარე დამატებითი რისკები, რაც შეგვეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. გთხოვთ, გვითხრათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი სიახლეები იყო ამ მიმართულებით და რა იგეგმება მომავალში?”, – მიმართა რატი იონათამიშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები