თეა წულუკიანი: სამთავრობო გუნდის ხედვა თუ იქნება განათლების სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფა, ჩვენი კომიტეტი საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს სათავეში ჩაუდგება

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის გადაწყვეტილების შემთხვევაში, განათლების კომიტეტი სხვა კომიტეტებთან ერთად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს.

წულუკიანის თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრემიერისა და მთლიანად მთავრობის ხედვა მნიშვნელოვანია.

„ეს უნდა იყოს სამთავრობო ხედვა, მოვისმინეთ მინისტრის პოზიცია, რომ გუნდში გრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა და რომ გამოყოფა იქნებოდა მიზანშეწონილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრემიერმინისტრის პოზიცია და მთლიანად სამთავრობო ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ეს იქნებოდა მათი ხედვა, ჩვენი კომიტეტი სხვა კომიტეტებთან ერთად ჩაუდგებოდა სათავეში საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები