ფაშინიანი: “ეროვნული ელიტა”, რომელმაც ხელისუფლება დაკარგა, რევანშის მოლოდინშია

“ეროვნულ ელიტას”რევანში უნდა, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და შემოსავლების ის წყაროები, რომლებიც 2018 წლის რევოლუციის შემდეგ დაკარგეს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა.

მისი თქმით, საუბარი არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზეა, არამედ – მათზეც, ვინც ბიზნესსა და სხვა სფეროებში უკანონო შეღავათებით სარგებლობდა.

ფაშინიანის თქმით, ხალხს, რომელმაც რევოლუციის შემდეგ იგრძნო, რომ ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა შეუძლია, ამ უფლების დაკარგვა არ სურს.

“ამრიგად, რეალური დაპირისპირება არა ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიდის, არამედ – შეღავათებდაკარგულ “ელიტასა” და ხალხს შორის. მაგრამ, ასე თუ ისე, გადამწყვეტ სიტყვას ხალხი იტყვის”, – თქვა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რომ ხალხმა არ დაკარგოს უფლება, განსაზღვროს ქვეყნის ბედი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები