ბელგიის პრემიერი აცხადებს, რომ სადღესასწაულო პერიოდში რეკომენდაციების დარღვევა ქვეყანაში მესამე ტალღას გამოიწვევს

ბელგიის პრემიერი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ თუ ხუთი ოჯახიდან ერთი მაინც დაარღვევს სადღესასწაულო პერიოდისთვის მიღებულ რეგულაციებს და არ შეიზღუდება შეკრებები, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში იქნება კოვიდის მესამე, დიდი ტალღა. ასევე, პრემიერმა დამატებითი განმარტება გააკეთა იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც ამ დროისთვისაა შემუშავებული სადღესასწაულო პერიოდისთვის.

უფრო დეტალურად, 24-25 დეკემბერს ოჯახს აქვს უფლება, მიიწვიოს მხოლოდ ერთი სტუმარი, ხოლო მათთვის, ვინც მარტო ცხოვრობს, ნებადართულია ორი ადამიანის დაპატიჟება. ასევე, ნებადართულია სახლის გარეთ, ეზოში სტუმრების მიპატიჟება (ეზოში გასასვლელი არ უნდა ჰქონდეს სახლიდან, ქუჩიდან პირდაპირ ეზოში უნდა შედიოდეს სტუმარი), თუმცა, შეკრების წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ ადამიანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები