22 დეკემბერს ჟან-მიშელ ბასკია დაიბადა 

სურათზე: ჟან მიშელ ბასკია. „უსათაურო“. 1982.

1960 წლის 22 დეკემბერს ამერიკელი არტისტი, ჟან-მიშელ ბასკია  დაიბადა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მის ნამუშევარს „უსათაუროს“ აქვეყნებს, რომელიც 1982 წელს შეიქმნა.


ჟან მიშელ ბასკია. „უსათაურო“. 1982.

ჰაიტური და პუერტორიკოული წარმომავლობის მხატვარი ძალიან ახალგაზრდა – 27 წლის ასაკში ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა მისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები ფასდაუდებელია.
სახელი ბასკიამ თავდაპირველად როგორც გრაფიტის არტისტმა ისე გაითქვა. მანჰეტენზე ქუჩებში მისი წარწერები 70-იან წლებში გამოჩნდა. 80-იანებში კი მისი ნეოექსპრესიონისტული ნამუშევრები გალერეებში და მუზეუმებში საერთაშორისო მასშტაბით გამოიფინა. მისი ხელოვნების მთავარი სათქმელი იყო დიქოტომიური ხასიათის თემები, როგორებიცაა – სიმდიდრე და სიღარიბე, ინტეგრაცია და სეგრეგაცია და სხვა. მან აბსტრაქტულ, ფიგურატიულ ტილოებზე მოაქცია ტექსტებიც, ხშირად ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის გზავნილები. მისი ვიზუალური პოეზია იყო კოლონიალიზმის, რასიზმის, პოლიტიკის კრიტიკა.
არტისტის სიკვდილის შემდეგ წარმოუდგენლად გაიზარდა მისი ტილოების ღირებულება. ბასკია ბოლო წლებში შეუერთდა დიდი არტისტების პანთეონს – 1982 წელს შესრულებული მისი უსათაურო ნახატი, რომელზეც თავის ქალაა გამოსახული, სოტბიზე 110.5 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ეს არის რეკორდული თანხა, რომელიც გადახდილ იქნა აუქციონზე ამერიკულ ხელოვნების ნიმუშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები