საშა რეხვიაშვილის „საფეხური” – შეხვედრა მერაბ ნინიძესთან
21 დეკემბერს, GIPA-ს კინოკლუბის შეხვედრა ქართველი კინორეჟისორის, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
შეხვედრაზე, მოწვეულმა სტუმარმა, მერაბ ნინიძემ განიხილა ალექსანდრე რეხვიაშვილის 1986 წელს გადაღებული ფილმი – „საფეხური“.აღნიშნულ ფილმში მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს.
ფილმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე – https://bit.ly/3qXvbhj
ალექსანდრე რეხვიაშვილი არის მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა“) მფლობელი (1979); საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988); მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის „მიახლოება“, 1990); ღირსების ორდენის კავალერი (1998); მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი „საჩუქარი“, 2007).
ის არის შემდეგი ფილმების ავტორი: „ნუცა“ (1971), „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1978), „გზა შინისაკენ“ (1981), „საფეხური“ (1986), „მიახლოება“ (1989), „უკანასკნელნი“ (დოკუმენტური, 2006), „იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის“ (დოკუმენტური, 2008), „რამაზ ჩხიკვაძე“ (დოკუმენტური, 2013).