მაცხოვრის შობის თემა ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში – ონლაინლექცია
24 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გამართავს შეხვედრას იზოლდა მელიქიშვილთან, რომელიც ისაუბრებს მაცხოვრის შობის იკონოგრაფიაზე ქართულ ნაქარგობაში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იწყება საშობაო ონლაინპროგრამები და ლექციები, რომლებიც მრავალფეროვანია და ორიენტირებულია სხვადასხვა ასაკისა თუ ინტერესის მქონე აუდიტორიაზე. პროგრამის ფარგლებში ეს იქნება პირველი შეხვედრა.
„ქართულ ქრისტიანულ ნაქარგობაში საეკლესიო დანიშნულების ნივთების სახიერი თუ ორნამენტული დეკორის გამოსახულებანი გარკვეულ კანონიკას ექვემდებარება, ისევე, როგორც ქრისტიანული ხელოვნების ყველა მიმართულება (ჭედურობა, კედლის მხატვრობა, მინანქარი).
ამ თვალსაზრისით, უნდა გამოვყოთ სამღვდელმთავრო სამოსი და მათზე წარმოდგენილი კომპოზიციები. ქრისტიანულ იკონოგრაფიაზე დაქვემდებარებულ ათორმეტ დღესასწაულთა შორის, რომელიც ამ ნაქარგობაში გვხვდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მაცხოვრის შობა. შეხვედრაზე, მაცხოვრის შობის იკონოგრაფიას განვიხილავთ მაცხოვრის ხარებისა და ჯვარცმის იკონოგრაფიასთან ერთად.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის პლატფორმაზე. დაინტერესების შემთხვევაში, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა შემდეგი ბმულის საშუალებით: https://bit.ly/3mGvaL4
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.