იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა – გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის მთავრობამ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო

20 დეკემბერს იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 16 306 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 553 ადამიანი კი გარდაიცვალა. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის მთავრობამ ზომების შემდგომი გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საშობაო და საახალწლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადდება. სრული ,,ლოქდაუნი,, 24 – 27 დეკემბრის ჩათვლით, 31 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვრის ჩათვლით და 2021 წლის 5-6 იანვარის პერიოდში იმოქმედებს. აღნიშნულ დღეებში მთელი ქვეყანის მასშტაბით „წითელი ზონის“ შეზღუდვები იმოქმედებს. სასიცოცხლოდ აუცილებელი მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დაიკეტება, ხოლო რესტორნები და ბარები მხოლოდ სახლში მიტანის სერვისზე იმუშავებს. მოსახლეობას სახლიდან გასვლას მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლება.
ნათესავებთან სტუმრობა ერთდროულად მაქსიმუმ ორ ადამიანს შეეძლება; იტალიაში ყველანაირი სპორტული ღონისძიება შეიზღუდება, თუმცა, გამონაკლისის სახით, მოსახლეობა საკუთარ სახლებთან ახლოს ღია სივრცეში სავარჯიშოდ გასვლას შეძლებს. 28-30 დეკემბერს ქვეყანა „ნარინჯისფერ ზონაში“ მოექცევა და მოსახლეობა სახლიდან გასვლას შეძლებს, თუმცა, მათ საკუთარი ქალაქების დატოვება არ შეეძლებათ. აღნიშნულ პერიოდში რესტორნები და ბარები კვლავ მხოლოდ მიტანის სერვისზე იმუშავებს. იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, რომ ბარებსა და რესტორნებს მთავრობა 645 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. 21 დეკემბრიდან 2021 წლის 6 იანვრამდე იტალიაში რეგიონებს შორის გადაადგილება შეიზღუდება და 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს.
იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი პაციენტი კორონავირუსის ახალი შტამითაა ინფიცირებული. პაციენტი და მისი პარტნიორი გაერთიანებული სამეფოდან რამდენიმე დღის წინ ავიარეისით დაბრუნდნენ და ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები