„მზის სადგომი” – ვირტუალური გამოფენა

21 დეკემბერს, არტ გალერეა „ვაკე“ მხატვარ მაკა ზედელაშვილის შემოქმედებას წარმოადგენს. გამოფენას „მზის სადგომი” ჰქვია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამით გრძელდება ვირტუალური გამოფენების სერია.
კონცეფცია: უძველესი დროიდან ქართველებს ჰქონდათ საკულტო ხეები. თაყვანს სცემდნენ ხეებსა და წმინდა ტყეებს, ქვებსა და მთის მწვერვალებს. საქართველოში ხის თაყვანისცემის ტრადიციის ორი უძველესი საფეხური დასტურდება: საკრალური ხე – საკრალური ტყე. უამრავი რიტუალი, სწორედ ხეებთანაა დაკავშირებული, რომელიც მრავალფეროვანია: მეხნაკრავი კაკლის ხე, ნათლის ხე, სამყაროს ხე, სიცოცხლის ხე, „ჩირაღდანი“, „ ნატვრის ხე“, „ჩიჩილაკი“, წმინდა ტყე, დედაბოძი, ბატონებისთვის მისართმევი ხე…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები