აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სამინისტროსვე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 319 ადამიანი. ამასთან, კლინიკა დატოვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 56-მა ადამიანმა.
სამინისტროს ინფორმაციით, 717 პაციენტი მკურნალობას გადის კლინიკებში, კოვიდსასტუმროში იმყოფება 735 ადამიანი, ხოლო ონლაინკლინიკაშია 2 292 ადამიანი.