გია ვოლსკი: მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ეს რთულია იმ ვითარებაში, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული.
მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს აზრი აქვს, რათა საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს პოზიციების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ.
„მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი. გაცილებით უფრო რთული მოლაპარაკებები მინახავს, არსებობს ასეთი მაგალითები, მაგრამ რთულია იმ ვითარებაში მოლაპარაკებები, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული და ხისტი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ უკვე დაანონსებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებებს მხოლოდ იმიტომაც აქვს აზრი, რომ საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ზუსტი ინფორმაციაო მივაწოდოთ, ვინ რა პოზიციებზე დგას“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.