გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, ინფორმაციას ჰააგის სასამართლოს აქვეყნებს,
18 დეკემბერს გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრად წარადგინეს. ის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობაშია დასახელებული.
„დღეს ასამბლეამ ჯოანა კორნერი (გაერთიანებული სამეფო) და გოჩა ლორთქიფანიძე (საქართველო) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებად აირჩია. არჩევნებს ორშაბათს განვაახლებთ,“- აღნიშნულია სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში.