„უკანასკნელნი” – ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის ფილმის ონლაინჩვენება

9 დეკემბერს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში წარმოგიდგენილი იქნება ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის ფილმი – „უკანასკნელნი”.  ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოჩვენება ეძღვნება დიდი კინოხელოვანის – ალექსანდრე რეხვიაშვილის ხსოვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
ფილმი გადაღებულია 2006 წელს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
2 თვის წინ ალექსანდრე რეხვიაშვილმა ფილმის შავ-თეთრი ვერსია შექმნა, რომელიც მაყურებელმა პირველად ნახა ლისაბონში, საერთაშორისო კინოფესტივალზე „დოკლისბოა”. ამჯერად კი ფილმის ხილვის შესაძლებლობა ქართველ მაყურებელსაც ექნება.
კინოკლუბში გაწევრიანების მსურველი უნდა ეწვიოს ბმულს: https://www.facebook.com/groups/135578411346783
ფილმის ჩვენება გაიმართება პირდაპირი ჩართვის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. პირდაპირი ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები