საპენსიო ფონდში თანხის მოცულობამ მილიარდ ას მილიონს გადააჭარბა

დღეისთვის, საპენსიო სქემაში 1 102 695 მონაწილეა ჩართული, ხოლო ფონდში არსებული თანხის მოცულობა მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 591-მა ადამიანმა, აქედან საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 258-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით ბ250-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 82-მა პირმა.
საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო ხუთი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ით გაიზარდა. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 10.9%-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები